სამუშაო პაკეტი 2 - ახალგაზრდების გააქტიურების გაძლიერება
ეს სამუშაო პაკეტი ფოკუსირებულია ახალგაზრდების გააქტიურებასა და გაძლიერებაზე, რათა მათ აქტიური და ეფექტური მონაწილეობა მიიღონ სამართლიანი ტრანზიციის პროცესებში.
აქტივობები :
- აქტივობა 1
- აქტივობა 2
- აქტივობა 3
- აქტივობა 4
- აქტივობა 5
- აქტივობა 6
- აქტივობა 7
- აქტივობა 8
ახალგაზრდული პოლიტიკის დაინტერესებული მხარეების შეფასების ანგარიში: არსებული ახალგაზრდული პოლიტიკისა და პროგრამების შესწავლა და შეფასება, რათა უკეთ იქნას გაგებული გადაწყვეტილების მიღების პროცეში ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და გამოწვევები.
დაინტერესებული მხარეების ,,მეფინგი” და დაკავშირება: დაინტერესებული მხარეების (გადაწყვეტილების მიმღები პირების, ორგანიზაციების, ახალგაზრდების) იდენტიფიცირება და დაკავშირება, ახალგაზრდების მონაწილეობის მხარდამჭერი ქსელის შესაქმნელად.
პროგრამა “სერვისის დიზაინის ტრანსნაციონალური სკოლა სამართლიანი ტრანზიციისთვის”: ახალგაზრდული მუშაკების ტრენინგი სერვისის დიზაინის პრინციპებში, რათა მათ შეძლონ გადაჭრის გზების მოძიება, ეკოლოგიურ ტრანზიციასა და სოციალურ ინკლუზიასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ.
ქმედებისკენ მოწოდება: ახალგაზრდული მუშაკების შერჩევა, რომლებიც მოტივირებულნი არიან მხარი დაუჭირონ პროექტს და აქტიურად ჩართონ ახალგაზრდები თავიანთი თემის საქმიანობაში.
ონლაინ ტრენინგი ციფრული მოქალაქეობისთვის: ახალგაზრდული მუშაკებისთვის ონლაინ ტრენინგ მოდულების შეთავაზება, რათა მათ შეიძინონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისთვის საჭირო უნარები.
საერთაშორისო კამპუსი: საერთაშორისო ფიზიკური შეკრების ორგანიზება ახალგაზრდულ მუშაკებს შორის თანამშრომლობის, უნარების გაცვლის და თანატოლგანმანათლებლობის გასაძლიერებლად.
ადგილობრივი ღონისძიებები: ახალგაზრდების ჩართულობისა და სამართლიან ტრანზიციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ადგილობრივი ღონისძიებების ორგანიზება.
თანატოლთა სწავლების ვორქშოპები: ვორქშოპების ხელშეწყობის მეშვეობით გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარება, ადგილობრივ თემებში დადებითი ზემოქმედების მიზნით.
სამუშაო პაკეტი 3 - დემოკრატიული მონაწილეობის გაძლიერება
ეს სამუშაო პაკეტი მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ახალგაზრდების ჩართულობა დემოკრატიულ პროცესებში და წაახალისოს ისინი, რათა მათ ერთობლივად შექმნან ინოვაციური საჯარო სერვისები, სამართლიან ტრანზიციასთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად.
აქტივობები :
- აქტივობა 1
- აქტივობა 2
- აქტივობა 3
- აქტივობა 4
- აქტივობა 5
საჯარო ინოვაციების ლაბორატორია- სერვისის დიზაინის ვორქშოპები: ახალგაზრდებისთვის სივრცის შეთავაზება, რათა მათ შექმნან ის ინოვაციური სერვისები, რომლებიც უპასუხობენ სამართლიანი ტრანზიციისა და ინკლუზიის გამოწვევებს. ეს ვორქშოპები მოიცავს სერვისის დიზაინის პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
თანატოლთა საერთაშორისო შეხვედრა: სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი ახალგაზრდების შეხვედრების ორგანიზება, რათა მათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი იდეები, პრობლემის გადაჭრის გზები და უკუკავშირები სამართლიან ტრანზიციაში მათი ჩართულობის შესახებ.
საერთაშორისო ,,ფიჩ” კონკურსი (pitch competition): ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ წარუდგინონ თავიანთი სერვისის პროექტები გადაწყვეტილების მიმღებთა და ექსეპერტების ჯგუფს, საუკეთესო იდეების გამოვლენისა და აღიარების მიზნით.
სერვისების პროტოტიპირება და გამოცდა: ახალგაზრდების მხარდაჭერა მათ მიერ შემუშავებული სერვისების პროტოტიპების შექმნასა და ტესტირებაში, ასევე, შემოთავაზებული სერვისების ოპტიმიზაციის მიზნით, მომხმარებლებისგან უკუკავშირის შეგროვება.
თანამშრომლობის ჩარჩო (MoC) და ხელსაწყოების ნაკრები: თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და პრაქტიკული ხელსაწყოების შემუშავება, რაც ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალებას მისცემს განაგრძონ ან ხელახლა შექმნან ერთობლივი პრაქტიკები და სერვისები.