Erasmus+ Project

Youth seeds for a Just transition

პროექტი

თანამშრომლობის პარტნიორობას ახალგაზრდებისთვის Erasmus+ “Youth Seeds for a Just Transition”-ს სურს განახორციელოს სტრუქტურირებული დიალოგი, რათა ახალგაზრდებმა მოახდინონ რეფლექსია და შექმნან პროექტები/მომსახურებები, რაც ახალგაზრდებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და ახალგაზრდულ ექსპერტებს შორის დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას შექმნის. ამ კუთხით, ახალგაზრდული მუშაკების/საჯარო მოხელეების ტრენინგი და მხარდაჭერა აუცილებელია, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი საჭიროებების დაკმაყოფილება და მათი ზრდის, განვითარებისა და აქტიური მონაწილეობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

Solidarity and collective progress

ამოცანები

“Youth Seeds for a Just Transition” ტრანსნაციონალურ დონეზე მიზნად ისახავს :

  • ხელი შეუწყოს დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას და ახალგაზრდების წარმომადგენლობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში,
  • სამართლიან და თანასწორ ტრანზიციის პროცესში, ახალგაზრდების ინკლუზიური, გამჭირვალე და აქტიური მონაწილეობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომისა და ცნობიერების გაზრდას,
  • გააძლიეროს ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების/ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობები სამიზნე ქვეყნებში

სამართლიანი ტრანზიცია

“სამართლიანი ტრანზიცია ყველასთვის, ეკოლოგიურად მდგარდი ეკონიმიკისკენ…საჭიროა სწორად იყოს მართული და წვლილი შეიტანოს ღირსეული დასაქმების, სოციალური ინკლუზიისა და სიღარიბის აღმოფხვრის მიზნებში”.(Guidelines for a just transition towards environmentally sustainable economies and societies for all” International Labor Organization, 2016).

რა არის სამართლიანი ტრანზიცია?

,,სამართლიანი ტრანზიციის” კონცეფცია გამოიყენება 1980-იანი წლებიდან, აშშ-ს პროფესიული კავშირების მიერ, რომელთა მიზანიც წყლისა და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციებისგან დაზარალებული მუშახელის დაცვა იყო.

ბოლო წლების განმავლობაში, კონცეფცია გამოიყენება კლიმატთან დაკავშირებული  მიზნების მიღწევის კონტექსტში, რაც უზრუნველყოფს მთელ საზოგადოების – ყველა თემის, ყველა დასაქმებულის, ყველა სოციალურ ჯგუფს – გაერთიანებას ,,წმინდა ნულოვანი” (net-zero) მომავლისკენ.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) მას შემდეგნაირად განმარტავს: “ეკონომიკის გამწვანება ისე, რომ ყველა დაინტერესებული პირისთვის იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და ინკლუზიური, შექმნას ღირსეული სამუშაო შესაძლებლობები და არავინ დატოვოს უკან.”

მიუხედავად იმისა, რომ ეს იძლევა მყარ საფუძველს, აღქმა განსხვავებულია ქვეყნებსა და რეგიონებს შორის.

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ეს ქვეყანა ხელს უწყობს მუდმივ დიალოგს, რათა ჩამოაყალიბოს საერთო ხედვა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სამართლიანი ტრანზიცია დაზარალებული მუშახელისთვის, თემებისთვის და ბიზნესებისთვის.

(წყარო : What is just transition? And why is it important? | UNDP Climate Promise)

პროექტის პარტნიორები