ეს ანგარიში წარმოადგენს კვლევას ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ ევროპისა და საქართველოს შვიდ პარტნიორ ადგილობრივ ხელისუფლებაში. იგი იკვლევს და აანალიზებს მმართველობას, ახალგაზრდობის პრიორიტეტებსა და ინიციატივებს, ახალგაზრდების ჩართულობის ფორმებს, საუკეთესო პრაქტიკას და მოლოდინებს.

მეთოდოლოგიური მიდგომა ეფუძნება კითხვარის შევსებას (რაოდენობრივი მონაცემების შესაგროვებლად) და ფოკუს ჯგუფებს (ხარისხიანი მონაცემების შესაგროვებლად), რომლებიც ახალგაზრდული პოლიტიკის შემმუშავებლებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მიერ ჩატარდა. ანალიზი აჩვენებს ახალგაზრდული მონაწილეობის ინიციატივების განხორციელების განსხვავებულ მიდგომებს, ახალგაზრდების ადგილობრივ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის წინაღობებს და სამართლიანი ტრანზიციისთვის შექმნილ მექანიზმებს.

მიღებული დასკვნები მიუთითებს ცნობიერების ამაღლების, ინფორმაციისა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების უნარების გაძლიერების აუცილებლობაზე.
რეკომენდაციები მოიცავს ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერებას, ინკლუზიური მიდგომებისა და სივრცეების შექმნას, ასევე სამართლიანი ტრანზიციისთვის განათლებისა და გადამზადების უზრუნველყოფას.

ეს ანგარიში სთავაზობს სტრატეგიულ ჩარჩოს ახალგაზრდობის პოლიტიკის განხორციელებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს და წაახალისებს ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას, რაც გააადვილებს მათ წვლილს სამართლიან ტრანზიციაში.

ამ შეფასების შედეგები იქნება საფუძველი კონკრეტული ინიციატივების შესამუშავებლად, განსაკუთრებით სამართლიანი ტრანზიციისთვის მომსახურების დიზაინის ტრანსნაციონალური სკოლის პროგრამის ფარგლებში.

ანგარიშის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ

შეფასების ანგარიში