პარტნიორები

Ligue de l'enseignement Nouvelle-Aquitaine

,,განათლების ლიგა” (Ligue de l’Enseignement), არის მოძრაობა, რომელიც 150 წელზე მეტია რაც მხარს უჭერს მულტიკულტურულ ფრანგულ საზოგადოებაში თანასწორი უფლებების არსებობას. ,,ახალი აკვიტანიის განათლების ლიგა”- Ligue de l’Enseignement Nouvelle-Aquitaine (LENA), არის 12 ფედერაციისგან შემდგარი რეგიონული გაერთიანება, რომელიც დაკავშირებულია ეროვნულ ორგანოსთან და მასთან ერთად იზიარებს შემდეგ მიზნებს: პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების მომზადება, უთანასწორობასთან ბრძოლა და უფრო სამართლიანი და დამოუკიდებელი საზოგადოების შექმნა.

ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს უწყვეტი განათლების მიმართულებით, ხელს უწყობს დემოკრატიასა და სრულფასოვან მოქალაქეობას. მისი საქმიანობა მოიცავს შემდეგ ოთხ მიმართულებას:

  • პროფესიული ტრენინგი სამუშაოს მაძიებლებისთვის, NEET-ებისთვის, და მიგრანტებისთვის მომსახურების, ტურიზმის, გადამზადებისა და ინტეგრაციის მიმართულებით;
  • კულტურული აქტივობები, მათ შორის მოძრავი კინო, ფესტივალები და სახელოვნებო განათლება; 
  • დასასვენებელი ბანაკები და ლიდერების ტრენინგი, მათ შორის ახალგაზრდული ბანაკები და BAFA/BAFD სერტიფიცირება; 
  • რეგიონული აქტივობები ახალგაზრდების გაძლიერებისთვის, ციფრული სწავლებისთვის, მოხალისეობისა და ევროპული პროექტებისთვის.

AnciLab არის ANCI Lombardia-ს (იტალიის მუნიციპალიტეტების ეროვნული ასოციაცია – ლომბარდიის რეგიონი) შიდა კომპანია და სწავლებისა და დასაქმების სერვისების აკრედიტებული ორგანიზაცია. მისი მისიაა საჯარო ადმინისტრაციისთვის ტექნიკური დახმარებისა და შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფა, მორგებული ტრენინგისა და მენტორინგის გზით, ინოვაციების, მწვანე ეკონომიკის, ციფრული და სამართლიანი ტრანზიციის მიმართულებებით. AnciLab-ის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების მართვისა და აღმასრულებელი შესაძლებლობების გაუმჯობესება, საჯარო მოხელეების, ოფიციალური პირებისა და კანონმდებლების მხარდაჭერა მათ მართვის უნარებისა და დაინტერესებულ მხარეებთან რეაგირების უნარის გასაუმჯობესებლად. AnciLab-ის ახალგაზრდული პოლიტიკის საოპერაციო განყოფილება მართავს უნივერსალურ სამოქალაქო სამსახურს, რომელიც იტალიის მთავრობის მიერ ფინანსდება და უზრუნველყოფს ახალგაზრდების (18-29 წლის) ჩართვას კულტურულ და ინოვაციურ პროექტებში 1500-ზე მეტ იტალიურ მუნიციპალიტეტში. ეს ინიციატივები ხელს უწყობს აქტიური მოქალაქეობის განვითარებას და თანხვედრაშია მდგრადი განვითარების 17 მიზანთან (SDGs). AnciLab პასუხისმგებელია არაფორმალური და ფორმალურს გარე სწავლების დადასტურებაზე რეგიონალური და EQF სტანდარტების საფუძველზე. უნივერსალურ სამოქალაქო სამსახურში მყოფ ახალგაზრდებს (18-29) ტრენინგი და მენტორინგი უტარდებათ დასაქმების და მობილობის შესაძლებლობებისთვის, Eurodesk-ის საშუალებით, საერთაშორისო გამოცდილებისთვის მენტორინგის შეთავაზებით. 

ლეჩეს მუნციპალიტეტი- The Municipality of Lecce არის ადგილობრივი ადმინისტრაცია, რომელიც რეგულარულად არის ჩართული ადმინისტრაციულ აქტივობებში, წარმოადგენს თავის მოქალაქეებს და ხელს უწყობს მათ სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას სუბსიდიარულობის პრინციპის შესაბამისად. მუნიციპალიტეტი 11 დეპარტამენტის 300-ზე მეტ პროფესიონალს ითვლის.

ქალაქი ლეჩე ასევე არის საკუთარი პროვინციის დედაქალაქი, ეს სტატუსი ეხმარება ქალაქს პროვინციის ადმინისტრაციულ, სოციალურ და კულტურულ ეპიცენტრად ჩამოყალიბებაში.

ლეჩეს მუნიციპალიტეტს ამ პროექტში წარმოადგენს „სტრატეგიული პროგრამირების და NPRR“ დეპარტამენტი და კეთილდღეობის დეპარტამენტი. პირველი მიზნად ისახავს ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერას რეგიონული, ეროვნული და ევროკავშირის სოციალური გავლენის პროექტების განხორციელებით. მეორე კი, სხვა საკითხებთან ერთად, პასუხისმგებელია ახალგაზრდული პოლიტიკისა და ადგილობრივი ასოციაციების მიმართულებაზე, რაც მათი გამოცდილებით პროექტის განხორციელებისთვის ფუნდამენტური იქნება. ეს დეპარტამენტები ერთმანეთს ავსებენ და ორივე გამოცდილია პროექტის მართვის პროცესში – განაცხადიდან დაწყებული, ანგარიშგებისა და ხარჯების მართვის ჩათვლით.

FNAJ (National Federation of Youth Associations) – ახალგაზრდული ფედერაციების ეროვნული ასოციაცია, ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენელი ორგანოა, რომელიც მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ დონეზე.  მისი მისიაა ახალგაზრდული ასოციაციების წარმოდგენა საჯარო სექტორის წინაშე, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების ადვოკატირება, აქტივიზმის, როგორც მონაწილეობის საშუალების პრომოუცია, სამოქალაქო განათლებისა და ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო გაცვლების ხელშეწყობა.

FNAJ აქვს თანამშრომლობისა და ისეთი ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება, როგორიცაა: ტრენინგები, კარგი გამოცდილების გაცვლა, ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის გაზიარება. მათი მთავარი ფოკუსია: აქტივიზმი, მოხალისეობა, თანასწორობა, კულტურა, ჯანმრთელობა, ევროპული მოქალაქეობა და ადამიანის უფლებები.

სამი ათეული წლის მანძილზე FNAJ-მა განახორციელა აქტივობები, რომელშიც ასობით ახალგაზრდა ლიდერი ჩაერთო, ჩაატარა ახალგაზრდული ფედერაციების ეროვნული ასოციაციის შეხვედრები, ეროვნული კამპანიები და კარგი პრაქტიკის გაცვლის ღონისძიებები. ასევე წლებია რაც მართავს პორტუგალიურ საინფორმაციო ცენტრს ახალგაზრდებისთვის. FNAJ-ს ასევე აქვს ძლიერი პოლიტიკური როლი, ახალგაზრდული ასოციაციების მხარდამჭერად ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებში პოლიტიკის შემქმნელებთან, ასევე პუბლიკაციების მომზადებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ, ევროკავშირის ახალგაზრდული დიალოგის მოდელის შესაბამისად.

the Association for Children and Young People CHANCE– ასოციაცია “ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის – CHANCE”-ის მისიაა ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ ძალადობის პრევენცია, მათი კრიზისულ სიტუაციებში მხარდაჭერა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. CHANCE ასევე თანამშრომლობს მშობლებთან და მზრუნველ პირებთან, ახალგაზრდებისთვის კეთილდღეობისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნის მიზნით. ღირსების, უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემით მართული, CHANCE ახდენს საზოგადოების მობილიზებას ძალადობისგან დაცვის გასაძლიერებლად.

CHANCE მართავს ბავშვთა ადვოკატირების ცენტრს (CPD), რომელიც წარმოადგენს უსაფრთხო სივრცეს და ბავშვებს სთავაზობს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, თერაპიას, პედიატრიულ და ფსიქიატრიულ ზრუნვას, ასევე იურიდიულ დახმარებას მათ, ვინც განიცადეს ძალადობა, შევიწროება ან მონაწილეობენ სამართლებრივ პროცესებში.

გარდა ამისა, ახალგაზრდული შეხვედრების სივრცე (MMS) ქმნის მეგობრულ გარემოს, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ აღმოაჩინონ სხვადასხვა ინტერესის სფერო, სოციალიზდნენ და ჩაერთონ პროექტებში. ახალგაზრდების ჩართულობაზე ორიენტირებული MMS მათ შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმონ და მონაწილეობა მიიღონ აქტივობებში, დაწყებული სოციალური პროექტებიდან, დასრულებული უნარების განვითარების სახელოსნოებით, როგორიცაა კულინარია, ადამიანის უფლებების სწავლება და პირველადი დახმარება. MMS-ში ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ ასოციაციის პროექტებში, რაც ხელს უწყობს ინკლუზიას და გაძლიერებას.

Project school

Project School არის იტალიაში დაფუძნებული სტარტაპი, რომელიც ემსახურება ინდივიდებისა და ორგანიზაციების შემოქმედებითი და დიზაინის უნარების გაძლიერებას, მდგრადი საზოგადოების გადაწყვეტილებების შემუშავების მიზნით.

Project School გვთავაზობს ორ პრაქტიკულ ლაბორატორიას:

  • სოციალური ზეგავლენის პროექტის ლაბორატორია: შექმნილია ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთ თემებში სოციალური ზეგავლენის ინიციატივების აქტიური მხარდაჭერით.
  • პროექტის დიზაინის ტრენინგი: ტრენინგი სოციალური ზემოქმედების პროექტის დიზაინის კონკრეტულ ასპექტებზე, მათ შორის სფეროს განსაზღვრა, ზემოქმედების შეფასება, პარტნიორების პოვნა და მდგრადობის უზრუნველყოფა. ტრენინგს სთავაზობენ სხვადასხვა ჯგუფს, როგორც უნივერსიტეტებს, ასევე ფონდებს.

ორგანიზაციის მიზანია სოციალური ზემოქმედების ინიციატივების ხარისხის გაზრდა უნარების განვითარების გზით. მონაწილეები შეიძლება იყვნენ სტუდენტებიდან და დამწყები დიზაინერებიდან დაწყებული საჯარო უწყებებით დამთავრებული. სერვისები მოიცავს საკლასო და ონლაინ ტრენინგებს, კონსულტაციებს, სემინარებს და ღონისძიებებს, რომლებიც მორგებულია მომხმარებლების საჭიროებებზე.

Learning Seed არის არაფორმალური განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია არგოსში, პელოპონესში, საბერძნეთი. მისი მისიაა არაფორმალური განათლების მიდგომების განვითარება და უწყვეტი სწავლება ახალგაზრდებისთვის, პროფესიული და ზრდასრულთა განათლებისთვის. Learning Seed მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებით, ასევე სოციალური გარიყულობის შემცირების მიზნით, პრაქტიკულ მხარდაჭერას სთავაზობს მარგინალიზებულ ჯგუფებს, განათლებისა და ტრენინგის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით.

უფრო განათლებული და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით, ორგანიზაცია ცდილობს მოუწოდოს ადგილობრივ საზოგადოებას, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისკენ. ადგილობრივ კულტურასა და უნარებზე დაყრდნობით, Learning Seed ქმნის გრძელვადიან სასწავლო გამოცდილებას და ახორციელებს სოციალურ ქმედებებს, რაც პოზიტიურ ცვლილებებს განაპირობებს.

Youth Agency of Georgia

ახალგაზრდობის სააგენტო State Youth Agency (YA) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაარსდა 2019 წელს, სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით. იგი ჩამოყალიბდა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა (CYDF) და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის (CYNC) გაერთიანებით.

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა (CYDF), რომელიც დაარსდა 2000 წელს, წვლილი შეიტანა ახალგაზრდების განვითარებაში, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემის გზით. იგი ფუნქციონირებდა 2010 წლიდან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში. ხოლო, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის (CYNC) მიზანი იყო მრავალფეროვანი აქტივობების გზით, სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა, მათ შორის ბანაკების, კონკურსების, კვლევის, ტრენინგის, ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და საერთაშორისო ქსელების მეშვეობით.

ახალგაზრდობის სააგენტო აგრძელებს თავისი წინამორბედების საქმიანობას. ბევრ სხვადასხვა სერვისთან ერთად, სააგენტო პერიოდულად აცხადებს საგრანტო კონკურსებს ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის და ახორციელებს ახალგაზრდულ ბანაკებს. 2021 წლიდან, სააგენტო ახალგაზრდებს სთავაზობდა მობილურ ახალგაზრდულ სერვისებს საქართველოს შერჩეულ მუნიციპალიტეტებში.